გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
მიხეილ სააკაშვილი: გავიყვანთ გვირაბს და ყაზბეგი თბილისის გარეუბანი გახდება

19-02-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორც ცნობილია, უხვი დაპირებების გაცემისგან უკან არასდროს იხევდა.


მისი დაპირებები განსაკუთრებით მომხიბვლელი მას შემდეგ გახდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა და შესაბამისი აქტივობები დაიწყო.


2012 წლის 6 აპრილს ყაზბეგში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა, რასაც იქ სააკაშვილის მყისიერი სტუმრობა მოჰყვა.


როგორც გაზეთი "ახალი თაობა" წერს, სააკაშვილი ყაზბეგის მოსახლეობას არც მეტი, არც ნაკლები, თბილისთან დამაკავშირებელი გვირაბის აშენებას დაპირდა, რის შედეგადაც ყაზბეგი თბილისის გარეუბნად გადაიქცეოდა:


"ახლა ხელი უნდა გავანძრიოთ და ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. ახალი გვირაბის მშენებლობას ალბათ სამი წელი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება - თბილისზე მიბმული საოცრება. აქაურობა თბილისიდან ჩანს, მაგრამ შესაბამისი გზითაც უნდა იყოს დაკავშირებული" - განუცხადა სააკაშვილმა ყაზბეგის მოსახლეობას.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო საგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031