20-02-2021
გუნდში ყველას ჰქონდა და აქვს ერთიანი პოზიცია, რომ ის, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, საჭიროებს სახელმწიფოს სათანადო რეაგირებას - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„თუ თქვენ თვლით, რომ მხოლოდ ამ ნიშნით მოხდა კანდიდატურის შერჩევა და დასახელება, მაშინ იგივე წარმატებით შეიძლებოდა სხვა წევრის დასახელებაც პრემიერ მინისტრად, ვინაიდან გუნდში ყველა თვლის, რომ ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე არის კანონის და სამართლებრივი წესრიგის ხელყოფა და ეს არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის მონაწილეს და ორგანიზატორს მართლმსაჯულება პასუხს აგებინებს",- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას, ხომ არ მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება პრემიერ-მინისტრის პოსტზე მელიას საქმეზე მისი ხისტი დამოკიდებულების გამო.