21-02-2021
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს „ ცოტნე“, შპს „ევროტექნიკსი’, შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს „ რაჭა 2005“, შპს „ ოვრო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, შპს „ დელტმშენი’’ წარმომადგენლებთან.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე, რომლებიც ბოლო დღეებში უხვი ნალექის მოსვლის გამო შეფერხდა, და პრობლემები შექმნა ასევე აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.