გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი შენდება

21-02-2021

შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა დაათვალიერეს.

კასპის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე გათვლილი და დასრულების შემდეგ შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს.

პროექტი კეთილმოწყობილი შენობის გარდა სპორტულ და საბავშო მოედნის კეთილმოწყობას, ასევე ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს. დასახლებაში რომელშიც 200 - მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს. აღსაზრდელებიკასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და მას მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.

პროექტი გარდამავალია დაიწყო 2020 წელს და 2021 წელს დასრულდება.

საბავშო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს და მასზე 965 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728