22-02-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისმიზნითმოსახლეობასთანსაკონსულტაციოშეხვედრებიდაიწყო.
დასახლებების საერთო კრებები გაიმართა მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და დეპუტატი ესწრებოდნენ. მათ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება.
თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
საკონსულტაციო შეხვედრები 22 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.