გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: მთავრობის უახლოეს სხდომაზე, განსახილველად გამოვიტანთ მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ

22-02-2021

უახლოეს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ განსახილველად გამოვიტანთ მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგნელები, მათ შორის პარლამენტის წევრები.

„რამდენიმე დღის წინ, საკომიტეტო მოსმენაზე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალიზაცია მოხდა ამ თემის, რაშიც, ასევე, დიდია პარლამენტის დამსახურება. უახლოეს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ განსახილველად გამოვიტანთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება სხვადასხვა უწყება. ასევე, მოვიწვევთ პარლამენტის წევრებს. ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, შეარჩიოს კანდიდატები. სამუშაო ჯგუფმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს მთავარი პრინციპები, რის საფუძველზეც ჩვენ მოვახდენთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930