გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

22-02-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰელენ სანდანდრესენს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ნორვეგიის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და COVID-19-ის პანდემიის პირობებში ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ნორვეგიის სამეფოს ელჩის მრჩეველი დავით მაღრაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031