გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა

23-02-2021

ჩემთვის ძალიან საამაყო და დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის, ჩვენი ჯარისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენს სამშობლოს, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ახალ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჯარი. გპირდებით, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის გაცილების ცერემონიალს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი მინისტრობის პერიოდში თავდაცვის უწყებაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა: შემუშავდა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი 10-წლიანი გეგმა; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას; განვითარდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და მინისტრის ინიციატივით, მალე საქართველოს თავდაცვის ძალებს განახლებული და მოდერნიზებული საავიაციო პარკი ექნება; განვითარდა სამხედრო მრეწველობა; მოძველებული ტექნიკა უახლესი ბრენდების ტექნიკით ჩანაცვლდა; განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები - 60 ლოკაციაზე 250-მდე სამხედრო ობიექტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და გარემონტდა; სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის მიზნით, გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების ეკიპირება და თავდაცვის ძალები აღიჭურვა ნატოს სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ფორმებით და ფეხსაცმლით; გაუმჯობესდა კვების რაციონი და ჯანმრთელობის დაცვის პირობები.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930