24-02-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ზაქარიაძის დსა რეხის ქუჩების მოსახლეობას, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე:სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის და ვაგზლის ქუჩის მოსახლეობას,
11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი კუპრაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვარკეთილის რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა.