გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება, თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა

25-02-2021

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილებები მოქმედი რეგულაციების უმეტესობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შაბათ-კვირის ჩათვლით; ასევე დღეიდან, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვის პირობით, სამთო კურორტებზე იხსნება სასტუმროები; ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა, დეტალურად ისაუბრა გაწერილ გეგმაზე, რომელიც შემსუბუქების ეტაპობრივად მოხსნას შეეხება.

„გაწერილი გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება: სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები; როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები; შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ რესტორნები შაბათ-კვირის გარდა; არასასურსათო საცალო ვაჭრობა დასაშვები გახდება შაბათ-კვირის ჩათვლით; მუშაობას ეტაპობრივად განაახლებენ ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სასკოლო წრეები, თეატრები, ასევე, პროფესიული ანსამბლები, სპორტული კლუბები და ა.შ. მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო - რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება, თუ მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ასევე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ აღნიშნულ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან მთავრობას სჭირდება რა თქმა უნდა კარგი კოორდინაცია და ამავდროულად დახმარება, მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდანაც, იმისთვისაც, რომ ეს მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტიანად მართავს ჯანდაცვის მინისტრი შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ, გავაუმჯობესოთ და არ მივიღოთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია. ამიტომ ამ საკითხს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია და დახმარება, მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და შემდგომ ნაბიჯებს შემსუბუქების, თუ ასე ვთქვათ, შეზღუდვების მიმართულებით, ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930