გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: კვირის ბოლომდე დამატებით გვეცოდინება ვაქცინაციის დაწყების კონკრეტული თარიღები

25-02-2021

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ კოვაქს პლატფორმასთან და კვირის ბოლომდე ელოდებიან ყველა იმ უწყების დამატებით ჩართულობას, რომელიც პროცესებში მონაწილეობს.

ტიკარაძის განცხადებითვე, კვირის ბოლომდე ცნობილი გახდება ვაქცინაციის კონკრეტული თარიღები.

„ვაქცინაცია დღეს ქვეყანაში პრიორიტეტად რჩება. ჩვენ დამატებით ვიმსჯელეთ ამ გამოწვევაზე.

არის მუდმივი კომუნიკაცია, როგორც მწარმოებლებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან, კოვაქს პლათფორმასთან. კვირის ბოლომდე ჩვენ კიდევ გვექნება დამატებითი ჩართულობა ყველა იმ უწყებისა, რომელიც ჩართული არის პროცესში და დამატებით გვეცოდინება კონკრეტული თარიღები, როდესაც საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდება ვაქცინაციის პროცესის დაწყებაც“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31