1-03-2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 947 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 244 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 703 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 918-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.9 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.44%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 523-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 520 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 33, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 849, საიდანაც: 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 719, აჭარაში - 173, იმერეთში - 278. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 31, იმერეთში - 72. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 58, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 25.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 369 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 816 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 312 პირი, აჭარაში - 386, იმერეთში - 664.