გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

1-03-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის წარმომადგენლებთან და ბოლნისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მამხუტის თემში შემავალ სოფლებში: ზემო არქევანში, ქვემო არქევანში, მამხუტსა და ხატავეთში შეხვედრები გამართა.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით წელს მამხუტსა და ქვემო არქევანში გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდება, ზემო არქევანსა და ხატავეთში კი, სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, სკვერი მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930