გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება დაიწყო

1-03-2021

220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც გულისხმობს: მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას.

სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში, ქართულ-ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანიასთან „GeoHolding” & KSH Consortium ერთად დაიწყო.

იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის, 220 ჰა მიწის ფართობი საქართველოს მთავრობამ წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო.

პროექტის კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო განავითარებს ძირითად ინფრასტრუქტურას, რათა უზრუნველყოს იმ ბიზნესების უწყვეტი ოპერირება, რომელთა შექმნაც პროექტით არის გათვალისწინებული.

შპს „იმერეთის აგროზონა“ (IAZ), ინტერესთა გამოხატვით (EOI) დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის 30 აპრილამდე მიიღებს.

სრული ინფორმაცია ინტერესთა გამოხატვაზე იხილეთ ვებგვერდზე www.iaz.ge.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930