გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შარლ მიშელი: საქართველო ევროკავშირისთვის მთავარი პარტნიორია

1-03-2021

ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მას აწუხებს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მოუწოდებს ყველა მხარეს, მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს.

„ჩვენი მთავარი გზავნილი ის არის, რომ ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის. ჩვენ ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას და კანონიერებას. ჩემი მეორე მთავარი მიზანი და გზავნილი ის არის, რომ თქვენს გვერდით ვართ კოვიდ-19-თან ბრძოლაში. თქვენ რთული სიტუაცია გაგაჩნიათ ამ კომპლექსურ და რთულ რეგიონში. ჩემი მესამე გზავნილი გახლავთ ის, რომ ახლა და აქ მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. არსებული პოლარიზაცია და კრიზისი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ მოიპოვა წლების განმავლობაში ეს დემოკრატია და მიღწევები და ეს ყველაფერი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, თქვენი კოლეგების ძალისხმევითაც და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და ასევე გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე და მე ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა. ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930