1-03-2021
მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად და ჩვენ ეს მზაობა ყოველთვის დავადასტურეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიალოგი უნდა შედგეს და დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაჰყოფს.
„ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი დიალოგისთვის, დიალოგი უნდა შედგეს და დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაგვყოფს, ეს ჩემს მიმართვაში განვაცხადე, კიდევ ერთხელ მინდა, რომ დავადასტურო იგივე და ასევე ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ შედგება ეს კონსტრუქციული დიალოგი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვართ მზად იმისთვის, რომ კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.