გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
თურქული პრესა: შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა თავისი მთავარი მიზანი შეისრულა-არ დაუშვა ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება

27-04-2018

თურქული გამოცემა «Dünya Bülteni», კავკასიის რეგიონსა და წინა აზიაში რუსეთის პოლიტიკის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.

სტატიის ავტორის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის რეალური დახმარება არ აღმოუჩენია, ხოლო მოგვიანებით, რუსეთის მიმართ გატარებული ეკონომიკური სანქციები არაეფექტური აღმოჩნდა.


„აშშ-ის მიერ მოგვიანებით ინიცირებული ეკონომიკური სანქციები არ აღმოჩნდა ისეთი შედეგიანი, როგორსაც ელოდებოდნენ რუსეთის შეჩერების მიზნით. გარკვეულწილად იმიტომ, რომ დასავლეთის ბევრი სახელმწიფო, უმთავრესად კი ევროკავშირის ქვეყნები რუსეთისაგან ნავთობსა და ბუნებრივ საწვავ გაზს ყიდულობენ. ამ ფონზე რუსეთმა, შეიძლება ითქვას, თავისი მთავარი მიზანი შეისრულა - არ დაუშვა ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება, ვაშინგტონის რეპუტაცია კი სერიოზულად დაზარალდა. მოკლედ, რუსეთმა უპირატესობა მიიღო და ამით დასავლეთის სისუსტე გამოავლინა.


მოსკოვმა აჩვენა, რომ მას, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენება შეუძლია. სამხრეთ კავკასიის შემდეგ რუსეთმა ძალისმიერი აქცია განახორციელა უკრაინაშიც, განსაკუთრებით დონბასისა და ყირიმის საკითხში. უკრაინის მიერ კონტროლირებული ნახევარკუნძულის ანექსიამ სტატუს-ქვო შავი ზღვის აკვატორიაშიც შეცვალა, სადაც რუსეთმა დომინირება დაიწყო. მოსკოვმა დაგეგმა და ახორციელებს საზღვაო ფლოტის რეორგანიზაციას, მის გაძლიერებას ახალი გემებით (...).


შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვმა, რომელიც ადრე თავს დასავლეთის ალყაში მყოფად მიიჩნევდა, საქართველო-უკრაინის ამბებში ჩარევით „ალყა“ გაარღვია, ხოლო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ანუ რუსეთისაგან საკმაოდ მოშორებულ რეგიონში, დასავლეთს კონკურენტის სახით დაუპირისპირდა. სირიის ამბებში წარმატების მიღწევის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ რუსეთი ზესახელმწიფოდ ჩათვალა. რასაკვირველია, ასეთი შეფასება შეიძლება მთლად რეალისტური არაა და სინამდვილეს არ ასახავს, მაგრამ აშკარაა, რომ პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთმა საერთაშორისო არენაზე 1990-იან წლებში დაკარგული პრესტიჟი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაიბრუნა“-ნათქვამია სტატიაში.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930