5-03-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ჭიჭიკო ბენდელიანის ზემო დასახლების, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ასურეთის, გეგუთის, დარკვეთის,ზეკარის, კიშინიოვის, ლუბოვსკის, ჯავის, სვერის, ავიაქიმიის, სანერგის, ბუგეულის, ლისაშვილის, სანავარდოს, სვირის, ცოტნე დადიანის, თოდრიას, კურსების, დომენტი ჟღენტის, ახტალის, ლაითურის, მაჩხაანის, მირზაანის, სამღერეთის, წერონისის, სამსონ ფირცხალავას, ავთანდილ ღოღობერიძის და ქსოვრელის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკორაიონის(ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, აბაშვილის, ირინა შტენბერგის, აბაშელის, არაყიშვილის, მარუხის გმირთა, კოკა კლდიაშვილის, მცხეთის,რაზმაძის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
"თელასის" ინფორმაციითვე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის, ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს და ატენის ქუჩების მოსახლეობა.