გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

5-03-2021

სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში იგორ მატოვიჩი საუბრობს, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.მწამს, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება გაგრძელდება ორივე ქვეყნის მოქალაქეთა სასიკეთოდ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა გააგრძელებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მზადაა, განაგრძოს საქართველოსთვის კომპლექსური დახმარების აღმოჩენა ინტეგრაციული მისწრაფებების დაკმაყოფილების მიზნით.თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნისას მრავალი წარმატება და ჯანმრთელობა გისურვოთ", - განაცხადა იგორ მატოვიჩმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728