გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: „ჰერითიჯის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც უმნიშვნელოვანესია კორონა ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისათვის

5-03-2021

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები მედიის წარმომადგენლებს გააცნო, რომლის თანახმად, 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 77,2 საერთო ფულით, მსოფლიოში მეთორმეტე ხოლო, ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის, მე-7, ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული.

„საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. ფონდის მიერ გამოყენებული მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც კორონა ვირუსით გამოწველი რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან პანდემიის დასრულებასთან ერთად, ეკონომიკის აღდგენის გზაზე ჩვენს ქვეყანას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ბიზნესების დაწყება სჭირდება რაც საბოლოოდ, სიღარიბის მაქსიმალურად შემცირებაზე, მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე, მათ დასაქმებასა და კეთილდღეობაზე აისახება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში აქვს წინსვლა, რაც სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების წარმატებულ ნაბიჯებთან და რეფორმებთან არის დაკავშირებული და როგორებიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლოს ეფექტიანობა და მიუკერძოებლობა, გადასახადების გამარტივება, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ა. შ.

„დღეს, ეკონომიკა ეტაპობრივი აღდგენის გზაზეა. ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვას, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ბიზნესის სტიმულირებას შორის ოქროს შუალედის დაცვაზეა ორიენტირებული. ამავდროულად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის კეთების სიმარტივის და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსით კვლავაც მოწინავე პოზიციებზეა, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ ტემპს, რაც ჰქონდა პანდემიამდე და რასაც თითოეული ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს. ამავდროულად, აუცილებლად უნდა დავამატოთ, რომ გარდა რეფორმების გატარებისა, დამატებით საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია კორონა ვირუსთან ბრძოლაში და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა, რაზეც აბსოლუტურად ყველა მხარემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მოწოდებებიც ასეთი იყო ჩვენი მეგობრებისგან და პარტნიორებისგან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930