გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეყანას მალე კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება

5-03-2021

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით  „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.

კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრულია „მარიამჯვრის" დაცული ტერიტორიების ფართობი და საზღვრები, რომელიც უკვე არსებულ მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს მოიცავს. ასევე ახლადშექმნილ ცივ-გომბორის აღკვეთილს, მთელ ტერიტორიას ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება  და ქვეყანას კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება, რომლის საერო ფართობი 6000 ჰექტრამდეა.

კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობებია წარმოდგენილი. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე მურა დათვია წარმოდგენილი და ასევე კეთილშობილი ირემი გვხვდება. აგრეთვე, აღნიშნულ ფართობებს საკვანძო მდებარეობა აქვს, სადაც მოხვედრილ ტურისტს შესაძლებლობა აქვს მოხვდეს სოფელ თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემთან.

აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე „ბებერი კლდის" მიდამოებში ხელუხლებელი მუხნარი უთხოვრის ქვეტყითაა წარმოდგენილი, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება. აღნიშნულ ტყეებს წელიწადის ნებისმიერ დროს - ზამთარში და ზაფხულში  თვითმყოფადი მიკროკლიმატი გააჩნიათ გაჯერებული უარყოფითი იონებით და ფიტოციდებით, სადაც არის იდეალური გარემო ვიზიტორების ჯანსაღი დასვენებისა და ჯამრთელობის აღდგენისათვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ადგილი კლიმატური მნიშვნელობის პულმონოლოგიურ, კარდეოლოგიურ, ნევროლოგიურ და პროფილაქტიკური მნიშვნელობის საკურორტო ტერიტორიაში შედის. შესაბამისად ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა ზემოთ აღნიშნული ბიომრავალფეროვნების დაცვას და შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედეება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930