გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსლან აბაშიძემ ცისანა შარტავას, ელგუჯა გვაზავას და ელგუჯა ადამიას სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

5-03-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფო ჯილდო - მედალი - „სამოქალაქო თავდადებისათვის“ გადასცა აფხაზეთის მთავრობის წარდგინებით დაჯილდოებულ პირებს:

ცისანა შარტავას, საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საზოგადოებისათვის უანგარო სამსახურისათვის და სახელმწიფო ჯილდო - მედალი - „მხედრული მამაცობისათვის“ - ელგუჯა ადამიას, სამოქალაქო პირს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში შეტანილი წვლილისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის.

რუსლან აბაშიძემ, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, სახელმწიფო ჯილდო „ბრწყინვალების ორდენი“ გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით დაჯილდოებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა გვაზავას.

დაჯილდოებულ პირებს, სახელმწიფო ჯილდოებთან ერთად, გადაეცათ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებიც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728