5-03-2021
მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების რეიტინგში საქართველოს მოწინავე ადგილი დადებითად მოქმედებს პოტენციურ ინვესტორებზე ის, რომ მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებს რეიტინგებში საქართველო მოწინავე ადგლებზეა, არის უმნიშვნელოვანესი და პოტენციურ ინვესტორებზე დადებითად მოქმედებს“ - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"ჰერითიჯის ფონდის" კვლევის მიხედვით საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ხოლო ევროპაში მეშვიდეზე. ამ მონაცემების მიხედვით, გონების დიდი დაძაბვა საჭირო არ არის, რამდენ მოწინავე ქვეყანაზე წინ ვართ. გაუმჯობესება გვაქვს ძალიან ბევრ პუნქტში, მათ შორის, სასამართლოს სამართლიანობის თვალსაზრისით.
აღნიშნულია სამთავრობო დანახარჯებიის შემცირება და კრიზისის სხვებზე უკეთ გადალახვა მსოფლიო პანდემიის ფონზე. ოპოზიცია, ცხადია, არ წაიკითხავდა ამას. უფრო სწორად, წაიკითხავდა, მაგრამ პირში წყალს ჩაიგუბებდა. ის, რომ მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებს რეიტინგებში საქართველო მოწინავე ადგლებზეა, არის უმნიშვნელოვანესი და პოტენციურ ინვესტორებზე დადებითად მოქმედებს” - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.