გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
სტიუარდესას ვუთხარი, მესამე კაცის ჩასაკოცნად აღარ დამიძახოთ-მეთქი - რა შეემთხვა შალვა ნათელაშვილს ამერიკაში

6-03-2021

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამერიკაში ერთ-ერთი ვიზიტისას, თვითმფრინავით მგზავრობის დროს მან ორი ადამიანი გადაარჩინა.


ეს ეპიზოდი ნათელაშვილმა გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში გაიხსენა:


"ატლანტიდიდან მოვფრინავდი და ამდენ ხანს ჯდომა ძნელია, ვიფიქრე, გავივლი მეთქი.


უცებ დავინახე, რომ ჩემს თვალწინ ჰალსტუხიანი, მსუქანი, სათვალიანი კაცი დაეცა. სასწრაფოდ გამოვათრიე თავისუფალ ადგილას, დავაწვინე, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, ფეხები ავაწევინე და ბალიშები დავუფინე. გაოცებული მიყურებდა, როგორც გადამრჩენს. ექიმი ვეგონე. მალევე მოსულიერდა.


ვზივარ და ცოტა ხანში სტიუარდესა მოვიდა და მელაპარაკება. მეგონა, იმ კაცის ჯანმრთელობაზე მელაპარაკებოდა და ვუმეორებ, კარგადაა, კარგად-მეთქი. მაინც აგრძელებდა საუბარს. მივხვდი, სადღაც მეპატიჟებოდა და გავყევი. დავინახე, თვითმფრინავის შესასველთან ახალგაზრდა ბიჭი წაქცეულა. იმასაც იგივე პროცედურები ჩავუტარე და სანამ სტიუარდესები მადლობას მიხდიდნენ, ვუთხარი, პოლიტიკოსი ვარ, ექიმი არ ვარ და მესამე კაცის ჩასაკოცნად აღარ დამიძახოთ-თქო" - იხსენებს შალვა ნათელაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031