გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუდენტური ესეების კონკურსი გამოცხადდა

27-04-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელწმიფო უნივერსიტეტმა პირველი დემოკრატიულირესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ესეების კონკურსი გამოაცხადა, რომელიც პირველიდემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებს დაეთმობა.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რომელიც მიზნად ისახავს მხარეების თანამშრომლობას ახალგაზრდებში 1918-1921 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი ინტერესის ამაღლების და შესწავლის ხელშეწყობის მიზნით.

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ეფუძნებოდა დემოკრატიულ ფასეულობებს, მისი მიზანი იყო ევროპული ინტეგრაცია და ეს არჩევანი დღესაც არის ჩვენი ხალხის არჩევანი, ჩვენი მომავალი, ამიტომ კარგად უნდა შევისწავლოთ ჩვენი ისტორია, რათა ნაკლები შეცდომები დავუშვათ დღეს და მივაღწიოთ იმ მიზანს,რომელიც არის ჩვენი ისტორიული მიზანი.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან 100 წლის იუბილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის საგარეო პოლიტიკის შესწავლაში სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა. მინისტრის მოსაზრებით, კონკურსის ფარგლებში ჩატარებული კვლევა საინტერესო ინფორმაციის მატარებელი იქნება ისტორიული ფაქტების ანალიზისთვის.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია მისასალმებელი სიტყვით გახსნა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც ესეების კონკურსის მნიშვნელობასა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა უნივერსიტეტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

ესეების კონკურსის გამოცხადება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს. საკონკურსო ესეს მოცულობა უნდა შეადგენდეს 800-1000 სიტყვას. წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება- 1,5 . კონკურსის მონაწილე სტუდენტმა ნაშრომს უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, საფეხური და მიმართულება რომელზეც სწავლობს.

საგარეო საქმეთა სამინსიტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისია შეარჩევს 3 საუკეთესო ესეს, რომლებიც გამოქვეყნდება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის და პარტნიორი მედია საშულებების ვებ-გვერდებზე. ასევე საუკეთესო ესეების ავტორები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 24 მაისს გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ესეები უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: conference.library@tsu.ge. ნამუშევრები მიიღება 2018წლის 18 მაისის ჩათვლით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031