გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი

9-03-2021

„იყო ჰიდროლოგიურ დაკვირვებებთან დაკავშირებით კითხვა, თუ რამდენად სრულყოფილად იყო ჰიდროლოგია ჩატარებული ამ პროექტის ფარგლებში. საუბარი იყო ოპონენტების მიერ, რომ წყლის რესურსების შეფასება არ მომხდარა და გადაწყვეტილება დაეფუძნა გასული საუკუნის მონაცემებს, რაც არასწორია. ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურად იქნა შესწავლილი. აღსანიშნავია, რომ არსებობს 76 წლიანი დაკვირვების ჰიდროლოგიური მონაცემები 2013 წლის ჩათვლით და ეს გაკეთებულია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების მქონე იტალიური კომპანიის მიერ. ეს იყო კომპანია Studio Pietrangeli, რომელმაც ჰიდროლოგიური კვლევები აწარმოა და მათ კვლევებთან ერთად დამატებით გამოყენებული იყო შვეიცარული კომპანიის Stucky კვლევები. ჩვენ ვიცით, რომ გუმათის ჰესის კვლევები სრულად თავსებადია ნამახვან ჰესის მონაცემებთან. ასევე, ნამახვანზე არსებობდა ჰიდროლოგიური დაკვირვებების ინფორმაცია და ეს ყველაფერი გაერთიანდა და არის ამ ანგარიშში წარმოდგენილი.
მაქსიმალური ჩამონადენი გათვლილია 10 000 წლიან განმეორებადობაზე, კერძოდ, მაქსიმუმის მაქსიმუმზე 4900 კუბურ მეტრზე. ლაჯანურიდანაც კი, მაქსიმალურად რომ გამოუშვან წყალი ჯამში 4900 კუბურ მეტრს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, მაქსიმალურად კონსერვატორული გათვლებია წარმოდგენილი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოსმენაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930