გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაგბის არჩევნებთან დაკავშირებით სამინისტრო ყველას მოუწოდებს კანონით დადგენილი წესებით იმოქმედონ

9-03-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმაურება რაგბის არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებებს და ყველას მოუწოდებს, საარჩევნო ყრილობა ხვალ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. ასევე, თავი აარიდონ დესტრუქციულ ქმედებებს და დაიცვან რაგბის ოჯახის ღირსება.

"სამინისტრო ყოველთვის ყველა სპორტულ ორგანიზაციას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის შემთხვევაში იმოქმედოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში.
ნებისმიერი დაპირისპირება ეწინააღმდეგება როგორც სპორტულ პრინციპებს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს კანონებს.
დაუშვებელია ნებისმიერი სახის დაპირისპირება, მით უმეტეს წინასწარ გაცხადებული.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას კანონი და იმოქმედოს მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში" - აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930