გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერმა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

9-03-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ წარმომადგენლებს გააცნო, ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს.

"აღნიშნული პროექტები მუნიციპალიტეტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ - ეკომომიკურ მდგომარეობას, ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში და სხვა აქტულური საკითხები.

სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ" - აცხადებენ ონის მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728