10-03-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმურისამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილი-3 დასახლების IIმიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, მაისურაძის, ხომლელის, სუხიშვილის, გახოკიძის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ხეხილ სანერგე მეურნეობის, შატილის, მაღალაშვილის, ურეკის, ცოდნისკარის, საჩხერის, ჟღენტის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, ჩარგლის, გამყრელიძის, ველისციხის, სადმელის, კაკაბაძის, გარიყულის, სიხარულიძის, ბარამიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
"თელასის" ინფორმაციითვე, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ხეხილ-სანერგე მეურნეობის,ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, კლდეკარის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლები.