გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხაშურში პროფესიული კოლეჯი შენდება

10-03-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხაშურში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოები მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით ფარცვანიასთანდა შიდა ქართლის გუბერნატორ მამუკა საღარეიშვილთანერთად დაათვალიერა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 200 სტუდენტზე გათვლილ სამსართულიან შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხაშურის პროფესიული სასწავლებელი სტუდენტებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს შესთავაზებს, როგორც გრძელვადიან, ასევე, მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს, მათ შორის: ელექტროობა, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება,ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვა. კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარს შეადგენს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დასრულდება.

"პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ პროფესიული სასწავლებლების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, რაც მუნიციპალიტეტებში პროფესიული კოლეჯების მშენებლობასა და რეგიონის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვას გულისხმობს. შედეგად, როგორც ახალგაზრდებს, ასევე, ზრდასრულებს ყველა მუნიციპალიტეტში ექნებათ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. ამისათვის სამინისტრო პროფესიული კოლეჯების, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო სივრცეებს გამოიყენებს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართვა და პროგრამების შემუშავებისას მათი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინება" - აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930