გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის დეპუტატებმა ვაზიანში სამხედრო ბაზები მოინახულეს

10-03-2021

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა ვაზიანში მდებარე სამხედრო ბაზები მოინახულეს. პარლამენტარებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, აღმოსავლეთის სარდალმა ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და ბრიგადის მეთაურებმა უმასპინძლეს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრები მე-5 საარტილერიო და მე-4 მექანიზებულ ბრიგადებში სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და დეპუტატებს მიმდინარე სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სტუმრებმა სამხედრო ბაზებზე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე ბრიგადების შეიარაღება, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. დეპუტატებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად განახლებულ სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

დღესვე პარლამენტის წევრები საბრძოლო მომზადების ცენტრშიც (CTC) იმყოფებოდნენ, სადაც ბაზის არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში როტაციით მყოფი ქვედანაყოფის მომზადების პროცესს დააკვირდნენ. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) იმყოფებოდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტ "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში, სამხედრო ნაწილებში მსგავსი სახის ვიზიტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. სამხედრო ბაზებს პერიოდულად მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, პედაგოგები და მოსწავლეები ესტუმრებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930