გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

10-03-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ოთარ შამუგიას და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მიერ საირიგაციო ქსელების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტირების განხორცილების საკითხზე იმსჯელეს. სამიზნე ობიექტებად განიხილება ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა ქსელების და ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღდგენა, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „საქართველოს მელიორაციის" ინსტიტუციური და მართვის მექანიზმების გაძლიერება.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები, აზიის განვითარების ბანკის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსი იასმინ სიდიქი, საქართველოში წყლის რესურსების სექტორის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ფრენკ რადსტაკე და პროექტების მმართველი ავთანდილ ცხვიტავა, ასევე, ბრიტანული საკონსულტაციო ფირმის „ლენდელ მილზი“ ექსპერტები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930