გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში 85 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი ხორციელდება

10-03-2021

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

,,მზიური გარდენსის" 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი ,,CROWNE PLAZA" განახორციელებს. პროექტი ბრიტანული ინვესტიციით ხორციელდება.

,,მზიური გარდენსის" მშენებლობის პროცესში დასაქმებულია 300 მდე ადამიანი და ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს.

,,პანდემიის მიუხედავად სამშენებლო სექტორი აქტიურად აგრძელებს პროექტების განხორციელებას ბათუმში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის აღდგენა შევძლოთ სწრაფად როგორც ტურიზმის ისე სამშენებლო სექტორის მიმართულებით და გვქონდეს კიდევ უფრო მეტი დინამიკა, ვინაიდან ეს ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და შექმნას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომპანია ,,მზიური რეზორთი" ასევე ახორციელებს მახინჯაურის ისტორიულად ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროექტს. კომპლექსი 60 ნომრიან სასტუმროს და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728