10-03-2021
10 მარტსონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილეებტან ერთად,მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი, იან ბლინკა , სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი ზუზანა პალოშოვა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში წარმომადგენლები .
შეხვედრის პირველ ნაწილში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში წარმომადგენლებმა ვიდეო ჩართვა განახორციელეს და მერის წარმომადგენლებს ახალი პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
აღნიშნული პროექტი „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით", რომელიც ონის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ასევე პროექტი ეხმარება საქართველოს მთიან მუნიციპალიტეტს, შეიმუშაოს ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა, ნარჩენების მართვის ადგილობრივი გეგმისა და სხვა ეროვნული სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარე ონის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდება მყარი ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების მოდელი, სამოქმედო გეგმასთან ერთად. ასევე ყურადღება გამახვილდება ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ფოკუსირებულია ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გამოყენების მართვის პრაქტიკის დანრგვაზე. ნარჩენების გადამუშავების საქმეში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდება რამდენიმე კამპანია. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები პერმანენტულად იქნება დოკუმენტირებული და შეტანილი იქნება რეპლიკაციის სტრატეგიაში. სლოვაკეთის და საქართველოს ექსპერტთა გუნდი განიხილავს ევროკავშირის არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს მოდელებს მთიანი რეგიონებისთვის ნარჩენების გადამუშავების მენეჯმენტზე და შეარჩევს ორ ყველაზე შესაბამის მოდელს, რომელიც გამოყენებული იქნება ონის მუნიციპალიტეტში.
დავით ჩიკვაიძემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში წარმომადგენლებს ონის მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი ჰუმანიტარული პროექტებისთვის.
შეხვედრის მეორე ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გრაფიკის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრის საკითხს, რომელიც 9 მარტს დასრულდა. მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელმა მირანდა მეტრეველმა წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.
წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული , მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე. განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების , მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ.