10-03-2021
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია და შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, რაც დღეს თვალნათლივ დავინახეთ, - ამის შესახებ ნავთობკომპანია „OMV Petrom SA"-ის დირექტორმა კრისტინა ვეჩერემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც „OMV Petrom SA"-ის დირექტორმა აღნიშნა, კორპორაცია მოუთმენლად ელის შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას.
„ჩვენ, OMV Petrom კორპორაციაში, მიგვაჩნია, რომ შავ ზღვას დიდი პოტენციალი გააჩნია ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის.
ჩვენ ნამდვილად მოუთმენლად ველით შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას, რაც ჩვენი კორპორაციის საქმიანობის რეგიონული გაფართოების ბუნებრივ გაგრძელებად მიგვაჩნია.
ჩვენს კორპორაციას 40 წელზე მეტი ხნის საოპერაციო გამოცდილება გააჩნია ირანის საზღვაო აკვატორიაში და ამას კონკურენტულ უპირატესობად მივიჩნევთ, იმ შესაძლებლობების გამოვლენაში, რაც აქ, საქართველოში არსებობს.
მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ძალიან თბილი მიღებისთვის. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია და შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, რაც დღეს თვალნათლივ დავინახეთ. ამდენად, გვახარებს თანამშრომლობის დაწყება", - განაცხადა კრისტინა