გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძესა და ეგვიპტელ ბიზნესმენს შორის შეხვედრა გაიმართა

11-03-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ეგვიპტელ ბიზნესმენს, დეველოპერული კომპანია ''იორკ თაუერსის'' დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ამრ ალაბვაზს უმასპინძლა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის, საუბარი გაიმართა ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტლის მშენებლობის შესახებ, რომლისთვისაც, თბილისის მერიამ, სამსახურს, ლუბლიანას ქუჩაზე 5300 კვ.მ მიწის ფართობი გადასცა. კობა კობალაძემ და სტუმარმა, იმსჯელეს პოტენციური პარტნიორობისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

დეველოპერული კომპანია ''იორკ თაუერსი'' საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს და უძრავი ქონების სფეროში, არა ერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.

ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, სამშენებლო ბაზარზე ქმნის ევროპული სტანდარტების შესაბამის პროდუქტს და დასაქმებული ჰყავს 155 ადგილობრივი კადრი. გეგმაში აქვს საინვესტიციო საქმიანობის გაფართოვება არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც.

კომპანიას, ჩვენს ქვეყანაში, არა ერთი საქველმოქმედო აქცია აქვს ჩატარებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად.

''მოხარული ვარ და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, დღეს ვიმყოფებოდე იმ ადამიანების გარემოცვაში, ვინც თავისი სამშობლოსთვის მსახურებით და თავგანწირვით მომავალ თაობებს მაგალითს აძლევენ. მადლობა მინდა, ვუთხრა გენერალ კობა კობალაძეს, რომელიც თავისი ქვეყნის წარმატების, ვეტერანთა კეთილდღეობისთვის ძალისხმევას არ იშურებს და აფასებს ყველას, ვინც საქართველოს გვერდით დგას. მოხარული ვიქნები, თუ ვეტერანების, ამ ღირსეული ადამიანების კეთილდღეობისთვის ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან'', - განაცხადა ამრ ალაბვაზმა

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930