გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა

11-03-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შიდა ქართლში, სოფელ ქვემო ჭალაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა.

გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარემ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები მოინახულა.

არჩილ თალაკვაძემ ზაზა გახელაძის ოჯახს პარლამენტის სახელით სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქის გასათავისუფლებლად. თავს მხრივ, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ხელისუფლების ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და ზაზა გახელაძე მალე გათავისუფლდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728