გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა შევახსენო ოპონენტებს, დღეს არ არის 2007 წელი, როდესაც „იმედში" შეჭრა და დარბევა მოხდა; ეს ყველაფერი 2012 წელს დავასრულეთ

12-03-2021

რაც შეეხება „TV პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მხრიდან არავითარი შეჭრა არ იგეგმება.

„მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედში" შეჭრა და დარბევა. რა თქმა უნდა, ჩვენ, ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, პანიკის და განგაშის არავითარი საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930