გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კრისტი ყიფშიძე: „სომეხი ვარ და ამის გამო მქონია უსიამოვნო შემთხვევები საქართველოში“

28-04-2018

მოდელი კრისტი ყიფშიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ საკუთარი წარმომავლობის გამო პრობლემები არაერთხელ ჰქონია. ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოხვედრის საკითხი ბოლო დროს აქტუალური გახდა.

ახასიათებთ თუ არა ქართველებს ქსენოფობია? – ამ კითხვით მიმართა ჟურნალმა "გზამ" მოდელს.

კრისტი ყიფშიძე: - „ვფიქრობ, საქართველოში სხვა ერების მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება აშკარაა და ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია: წარმოშობით სომეხი ვარ. ჩემი გვარი დიდი ხანია, აქ ცხოვრობს, უკვე მეხუთე თაობა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ჩემს თავს ქართული მენტალიტეტის მქონედ მივიჩნევ. ქართულად უკეთესად ვფიქრობ და ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი წარმოშობის გამო მაინც მქონია უსიამოვნო შემთხვევები, თუნდაც სოციალურ ქსელში.“

ცნობილია ისიც, რომ მოდელი საკუთარ ნამდვილ გვარზე არასოდეს საუბრობს და მას საგულდაგულოდ მალავს. "ჩემი გვარით ნუღარ დაინტერესდებით საკუთარ გენეტიკას მიხედეთ"- ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ამბობდა კრისტი.



intermedia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930