გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი: „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევების გადასამოწმებლად სახელმწიფო დამოუკიდებელ, მათ შორის ოპონენტების ნდობით აღჭურვილ სპეციალისტებს დაიქირავებს

12-03-2021

„ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებისა და გამოთქმული ეჭვების გამოსარიცხად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თავად დაიქირავოს დამოუკიდებელი, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი სპეციალისტები, მათ შორის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნდობით აღჭურვილი ექსპერტები, რომლებიც ჰესის ძირითად კვლევებს ხელახლა გადაამოწმებენ.

ნათია თურნავას განცხადებით, ვიდრე არ მოხდება კვლევების ვალიდაცია და ცნობილი არ გახდება ექსპერტების საბოლოო დასკვნა, მთავრობის ინიციატივითა და ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმებით, შეჩერდება ჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები გაგრძელდება.

ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთია იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივიდან, რომლის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში განაცხადა, სადაც სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით, სამუშაო ფორმატში „ნამახვანი ჰესის" ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა, შეხვედრა ოპონენტებმა ჩაშალეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728