გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოვიდ ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშია

13-03-2021

ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში უკვე ჩამოვიდა, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, პირველ ეტაპზე მიღებული „ასტრაზენეკას" ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.

"პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და სხვადასხვა მწარმოებლებთან. უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია, - წერს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728