გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურა "მთავარ არხს" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

13-03-2021

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის" ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც პროკურორი თეა გიორგაძე ნახსენებია, როგორც ადვოკატი, რომელმაც თითქოსდა კონკრეტული პირის დაცვაზე უარი თქვა. ასევე, სიუჟეტში გამოყენებულია თეა გიორგაძის მცირეწლოვანი შვილების ფოტოები, რომლებსაც სახეები არ აქვთ დაფარული, რითაც შეილახა მათი უფლებები - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რადგან თეა გიორგაძე არასდროს ყოფილა ადვოკატი და იგი 2006 წლიდან საქართველოს პროკურატურაში მუშაობს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ტელეკომპანიებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობის შესუსტებას და მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება" - აცხადებენ პროკურატურაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930