14-03-2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 399 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 012 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 387 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 268 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 989-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.46%.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 233 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 268 237-მდე.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 648 პირი ემსხვერპლა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 46, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 16, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 078, საიდანაც: 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 682, აჭარაში - 140, იმერეთში - 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 23, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6. 136 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 104 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 604 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 251 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 140, ხოლო აჭარაში - 14.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 632 პირი.
ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 499 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 548 პირი, აჭარაში - 492, იმერეთში - 647.