გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

15-03-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს„სამშენებლო ტრესტი #3“ახორციელებს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორსართულიან შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, მოეწყობა ცენტრალური გათბობა, შეიღებება შიდა და გარე ფასადი.

რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება ახალი კომფორტული საბავშვო ბაღით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

სამუშაოების ღირებულება 284 988 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930