გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ლადო ბედუკაძე: თუ ატყობდნენ, რომ არასრულწლოვანი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდებოდა, აუპატიურებდნენ და ამას ფირზე იღებდნენ, რომ კომპრომატად გამოეყენებინათ

16-03-2021

პენიტენციური სისტემის ყოფილი თანამშრომლის, ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ლადო ბედუკაძის განცხადებით, ის ჩანაწერები რაც საზოგადოებამ იხილა მხოლოდ "დაწუნებული მასალაა" რასაც ციხის ხელმძღვანელობამ ყურადღება არ მიაქცია და დატოვა.


"არ მიაქციეს ყურადღება. ალბათ მათთვის ღირებულებას არ წარმოადგენდა. დანარჩენი მასალები, რაც მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო წაიღეს. ეს იყო წამების, გაუპატიურების და მკვლელობების ამსახველი კადრები" - განუცხადა ლადო ბედუკაძემ გაზეთ "ვერსია"-ს კორესპონდენტს.


ჟურნალისტის კითხვაზე, ხდებოდა თუ არა ციხეებში არასრულწლოვნებზე ფიზიკური და სექსუალური ხასიათის ძალადობა, ბედუკაძე პასუხობს:
"დიახ, არსებობს არასრულწლოვნის წამების და გაუპატიურების ფაქტიც. ეს ყველაფერი ფირზეა ასახული.


ციხის ხელმძღვანელობის მოტივაცია ამ შემთხვევაში კომპრომეტირება იყო. როდესაც ისინი სრულწლოვნები გახდებოდნენ, აჩვენებდნენ, აი ეს შენი ჩანაწერია...

თუ ატყობდნენ, რომ არასრულწლოვანი მომავალში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდებოდა, ამ ჩანაწერს, რომელსაც არქივში ინახავდნენ, მის წინააღმდეგ კომპრომატად გამოიყენებდნენ"- განაცხადა ბედუკაძემ.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930