გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა მილიონამდე გაიზარდა

16-03-2021

2020 წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 57,000-ით გაიზარდა და მილიონს მიაღწია, უფრო ზუსტად კი ფიქსირებულ ინტერნეტს 998,000 ათასი აბონენტი იყენებს. ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია და ბოლო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდის ტემპი ფიზიკური პირი აბონენტებისთვის 14%-ს შეადგენს. 998 ათასი აბონენტიდან ფიქსირებულ ინტერნეტს 950,000 ოჯახი იყენებს, შესაბამისად გაზრდილია ინტერნეტის პენეტრაცია, რომელმაც 86%-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა 45% ჰქონდა, დღეს ეს მონაცემი გაორმაგებულია. ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მონაცემებით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით, ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია.

მნიშვნელოვანი და პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების 84% ოპტიკურ ტექნოლოგიას მოიხმარს. საქართველო ოპტიკური ინტერნეტის მოხმარებით ევროპის წამყვან 28 ქვეყანას უსწრებს - ანალიზი საერთაშორისო ორგანიზაცია FTTH council-მა გააკეთა, რომელიც ევროპაში ოპტიკური ქსელის განვითარებას სწავლობს. ორგანიზაციის ბოლო, 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპის 28 ქვეყანას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის (FTTH/B) საშუალო პენეტრაცია 43.3% ჰქონდა, მაშინ როცა 2019-ის ბოლოს საქართველოში ოპტიკის პენეტრაცია 67% იყო. FTTH council-ის 2020 წლის ანგარიშის შედეგებს კომუნიკაციების კომისია საზოგადოებას გამოქვეყნებისთანავე წარუდგენს.


ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში ოპტიკური ტექნოლოგიის წლიური ზრდის ტემპი 2016 წლიდან 2019-ის ჩათვლით 12,2%, საქართველოში კი ორჯერ მეტი, 24% იყო . რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, საქართველოში 2016-2020 პერიოდზე იგივე მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930