16-03-2021
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ მანქანა აჩუქა.
ეს განცხადება ნათელაშვილმა გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი რუსეთისთვის საქართველოში ყველაზე მისაღები ხელისუფალია.
"ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ დაქროდა სააკაშვილი მოსკოვიდან იგორ გიორგაძის მიერ გამოგზავნილი დაჯავშნილი "ჯიპით"! ერთელ, "ვარდების რევოლუციამდე", ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ში ვიყავი მიწვეული და მაშინ ვნახე, როგორ ეძინა გიორგაძის მიერ გამოგზავნილი მანქანის საჭეზე ფეხებშემოწყობილ სააკაშვილს ტელევიზიის ეზოში.
მანქანაში კი იმიტომ ეძინა, რომ თავის რიგს ელოდებოდა "რუსთავი 2" - ის ეთერში გამოსასვლელად.
აი, ჟირინოვსკისთან რომ გამართა პირდაპირ ეთერში დებატები, სწორედ მაშინ იყო" - განაცხადა ნათელაშვილმა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით.