16-03-2021
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, მერის მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთნ.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფ დშეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულების მიხედვით დეტალურად იქნა განხილული მიმდინარე აქტუალური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას, საზედამხედველო სამსახურის მიერ გაწეულ მუშაობას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ყურადღება გამახვილდა ქალაქის ტერიტორიაზე გამოკვეთილ საჭიროებებზე.
განათლების კულტურის სპორტის ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა განიხილა მუნიციპალიტეტში განხორციელებული სოციალური აქტივობები, ასევე ისაუბრა მიმდინარე თვეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
საუბარი შეეხო სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირების პროგრამების დაგეგმვას და სხვა პრობლემურ საკითხებს.