16-03-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებს და მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის მედიაციას.
„მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჟოზეფ ბორელთან. ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებზე და მაღალი შეფასება მივეცით ევროკავშირის მედიაციას. განვიხილეთ გეოპოლიტიკური სურათი და გამოწვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქცენტი გაკეთდა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე, წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობასა და ჩვენს სამომავლო დღის წესრიგზე,"- წერს პრემიერ-მინისტრი.