გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით თავიდანვე, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ დიალოგი ოპოზიციასთან

16-03-2021

ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით თავიდანვე, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ ეს დიალოგი ოპოზიციასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძირს გამოუთხრის სასამართლო სისტემას და სამართლის უზენაესობას, არ არის ქვეყნის ინტერესებში და სწორედ ეს იგულისხმა, როდესაც გააკეთა განაცხადი, რომ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

„ჩვენ რამდენიმე კონსტრუქციული ძალისხმევა განვახორციელეთ, რათა მომხდარიყო ამ წნეხის დეესკალაცია და გარკვეული იდეები, შემოთავაზება გვქონოდა. ჩვენ ძალიან აქტიურდ ვიყავით ჩართულნი ამ პროცესში. არ მინდა, დეტალებში შევიდე, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და გრძელდება.ბატონი დანიელსონი საქართველოშია ამჟამად, ის შეხვედრებს ატარებს ოპოზიციასთანაც და "ქართულ ოცნებასთანაც" და ამიტომ დაველოდებოდი საბოლოო შედეგს ამ კონსულტაციებიდან. რაც შეეხება კითხვას, თუ რა ვიგულისხმე იმაში, რომ არაფერს გავაკეთებდით სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, უნდა ვთქვა - რაც ყველა ქართველის ინტერესებშია. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მოსაზრებებისა ან პოლიტიკური მიკერძოებისა, ყველამ უნდა დავიცვათ სამართლის უზენაესობა, ესაა ჩვენი საერთო მიდგომა, ესაა დამოკიდებულება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. გადაწყვეტილება, რომელიც ძირს გამოუთხრის სასამართლო სისტემას, სამართლის უზენაესობას, არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, აი, ეს ვიგულისხმე სწორედ, როდესაც გავაკეთე განაცხადი, რომ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის საერთო დამოკიდებულება,"- აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930